ჩვენი ტრენინგის პრეზენტაციის დროც დადგა. ბევრი რამ ვისწავლე. ბევრი სირთულეები გადავლახე. პროექტის პრინციპებში თითქოს გავერკვიე. ნაყოფიერი და შრომატევადი ტრენინგები გვქონდა. მადლობა მინდა მოვუხადო ჩვენს ტრენერს, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებდა, ჩვენთვის. არ ვიცი რამდენად გავამართლეთ, მაგრამ გარკვეულწილად ბევრი რამე გავიგეთ.
пятница, 28 февраля 2014 г.
суббота, 22 февраля 2014 г.
суббота, 15 февраля 2014 г.
ვწერ ერთიან რეფლექსიას, რადგან მქონდა კომპიუტერის პრობლემა, დავიწყე პუბლიკაციის გაკეთება, და პროექტის დაგეგმვა, გავამზადე სლაიდშოუ და დავიწყე პროექტის მსვლელობის აღწერა, დავწერე, პროექტის შინაარსი, მიზნები და შედეგები ბლუმის ტაქსონომიაზე დაყრდნობით, სტანდარტები 21-ე საუკუნის უნარები, დროში გაწერილი შეფასების გეგმა სადაც მომეწონა და კარგად გავიგე იმ აქტივობებისა და ამოცანების დანიშნულება რომელიც დაეხმარება მოსწავლეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში, დღეს ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზეც და გამოყენებულ ლიტერატურაზე. მივეცით ერთმანეთს რჩევები და უკუკავშირი პრეზენტაციებზე.
суббота, 8 февраля 2014 г.
понедельник, 3 февраля 2014 г.
პირველი რეფლექსია
21-ე საუკუნის უნარების განვითარება დავაკავშირეთ სწორედ პროექტების კეთებასთან. პროექტი სხვა დროსაც გამიკეთებია, მაგრამ აქ თითქოს განხორციელებისა და თანამიმდევრობის სხვა მიდგომაა. დეტალურად არის უფრო რა უნდა გავითვალისწინო, გავეცანი პროექტული სწავლების გზამკვლევს, ,,ვიუვარს' გადავხედეთ შაბლონებს. ვიმსჯელეთ პროექტის გეგმაზე და მის რუბრიკაზე, რას ნიშნავდა ჩეკლისტი, როგორ და რა უნარებს უწყობს ხელს პროექტების განხორციელება, შრომატევადია. დიდ დაკვირვებას მოითხოვს, მაგრამ საინტერესო. თავში სხვადასხვა იდეები მიტრიალებს, ჯერ ვერ დავლაგდი, უკვე მაქვს ჩემი პორტფოლიო, სადაც მასალები უნდა ჩავალაგო, პუბლიკაციის გაკეთებაც ვისწავლე. ვნახოთ რა გამომივა
Подписаться на:
Сообщения (Atom)